მთავარი ბიოგრაფია ვიდეო აუდიო მედიტაციები...

ლიანა ისაკაძე

ფესტივალი "ღამის სერენადები"

თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი

ფესტივალი "ღამის სერენადები"

ლიანა ისაკაძის წიგნი "მუსიკის ზეიმი"

შემოქმედებითი ბიოგრაფია

ლიანა ისაკაძე (დ. 2 აგვისტო, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მევიოლინე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ( 1979, 1983, 2002). თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა. იგი 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. თბილისის საპატიო მოქალაქე (2016). ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016)

ლიანა ისაკაძე უკვე 3 წლის ასაკსი გახდა მუსიკოსი - მან თავისით ისწავლა დაკვრა როიალზე და კომპოზიცია. 3 წლის კომპოზიტორი საერთო გაოცებას იწვევდა. ვიოლინო კი მას სრულიად შემთხვევით ერგო - 7 წლის ლიანა ფორტეპიანოს განხრით გამოცდის ჩაბარების დღეს ავად შეიქნა, რის გამოც ერთი კვირის შემდეგ მოუხდა ვიოლინო აეღო ხელში და ვიოლოინოს კლასში ჩაებარებინა. იგი პროფ. ლეო შიუკაშვილის მოსწავლე გახდა.

3 თვის შემდეგ იგი უკვე მსმენელის წინ უკრავდა. 9 წლის ლიანას აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე. იმავე 10 წლის ასაკში იგი კონკურს გარეშე მიიწვიეს საერთაშორისო ფესტივალ- კონკურსზე მოსკოვში, სადაც მან პროფესიონალ მუსიკოსთა საკონკურსო პროგრამა ბრწინვალედ შეასრულა. საგულისხმოა, რომ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე დავით ოისტრახი იყო. ლიანა ისაკაძის სახელი მთელს საბჭოთა კავშირს გასწვდა.

12 წლის ასაკში მას 1 პრემია მიენიჭა ამიერკავკასიის მევიოლინეთა კონკურსზე. 14 წლის ლიანა, როგორ გამონაკლისი მიიწვიეს მუსიკოსთა საკავშირო კონკურსზე ( კონკურსში მონაწილეთა ასაკის ქვედა ზღვარი 17 წელი იყო). ამ კონკურსზე ლიანას 2 პრემია მიენიჭა. დ. ოისტრახის დაჟინებითი მოთხოვნით მან ერთი წლით ადრე გაათავა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა და გამოცდების გარეშე მიღებული იქნა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში დ. ოისტრახის კლასით. კონსერვატორიის დამთავრის შემდეგ იგი 2 წლის განმავლობაში დ.ოსტრახის ასისტენტი იყო. დ.ოისტრახი, როგორც დიდირჟორი, ხშირად პატიჟებდა ლიანა ისაკაძეს ბეთჰოვენისა და ჩაიკოვსკის კონცერტების შესასრულებლად. 1974 წელს ამსტერდამში, სადაც ოისტრახს, ლ.ისაკაძესა და მის ძმას ვიოლენჩელისტს ელდარ ისაკაძეს, ბრამსის ორმაგი კონცერტი უნდა დაეკრათ, კონცერტის წინ, დიდი მუსიკოსი - დავით ოისტრახი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლიანა ისაკაძის ვიდეო, რომელიც 1960-იან წლებშია გადაღებული. კადრები საქართველოს პირველი არხის „ოქროს ფონდში“ ინახება

1965 წელს 18 წლის ლიანამ მარგარიტა ლონგისა დაჟაკ ტიბოს მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურზე პარიზში „გრან პრი“ და 1 პრემია მოიპოვა. 1970 წელს პ.ჩაიკოვსკის ახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი გახდა მოსკოვსი (3 პრემია) და იმავე წელს , სიბელიუსის კოცერტის საუკეთესო შესრულების სპეციალური პრიზი მიენიჭა. 1970 წლიდან 1994 წლამდე ლიაანა ისაკაძე მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ორკესტრთან (დირიჟორი ე.სვეტლანოვი)და მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრღან ( დირიჟორი დ.კიტაენკო) ერთად გასტროლებით მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. იგი უკრავდა გ.რპჟდესტვენსკის კ. კონდრასინის, ა.კაცის, ჯ.კახიძის და საბჭოთა კავშირის სხვა გამოჩენილ დირიჟორებთან ერთად. ამ პერიოდში მან მრავალი სავიოლინო ნაწარმოები ჩაწერა ფირმა „მელოდიამ“ და მოსკოვის რადიო და ცენტრალურმა ტელევიზიამ.

1964-1981 წლებში იგი უკრავდა სტრადივარიუსის ვიოლინოზე, რომელიც მას მოსკოვის ინსტრუმენტების სახელმწიფო კოლექციამ გამონაკლისის სახით დაუთმო. 1965 წლიდან იგი როგორც სოლისტი და დირიჟორი წარმტებით ატარებს კონცერტებს ევროპის პრესტიჟულ დარბაზებსა და ცნობილ ფესტივალებზე სახელგანთქმულ ორკესტრებსა და დირიჯორებთან ერთად: რუდოლფ კრმპე, კურტ მაზური, ჰერბერტ ბლუმსტედი, იუკაკა პეკკა სარასტე, ნეემი იაროვი, შარლ დიუტუა, მიხაილ იუროვსკი, ჟირი კოუტი, ვაცლავ ნოიმანი, ჟან პასკალ ტორტელიე, ჟირი ბელოგლავეკი, იეგუდი მენუხინი, მარის იანსონსი, პაავო ბერგლუნდი, ვალერი გერგიევი, დიმიტრი ლისსი, ვლადიმირ ვერბიცკი, ალექსანდრე დიმიტრიევი, გინტარას რინკევიჩუსი და სხვა.

ტელემუზეუმი ლიანა ისაკაძე, 1960-იანი წლების ჩანაწერი

1988 წელს. ვენაში შედგა ლიანა ისაკაძისადმი მიძღვნილი ფესტივალი, სადაც იგი გამოდიოდა როგორც სოლისტი, დირიჟორი, ანსაბლისტი და ჯაზური მუსიკის (ვენის მუსიკალურმა კრიტიკამ იგი მონათლა როგორც „გრაპელი კაბაში“. ასეთივე ფესტივალი შედგა ლიხტენშტეინში. მისი საანსაბლო პარტნიორები იყვნენ: გიდონ კრემერი, მაქსიმ ვენგეროვი, იუსტუს ფრანცი, გრიგორი ჟისლინი, იგორ ოისტრახი, არტო ნორასი, ივან მონიგეტი, ნატალი გუტმანი, ალექსეი ლიუბიმოვი, მარია იუდინა, ვიქტორ ტრეტიაკოვი, ალექსანდრ სლობოდიანიკი, იური ბაშმეტი, ბარბარა ჰენდრიკსი, დიმიტრი ალექსეევი, დავიდ გერინგასი, ედვარდ ბრუნერი, გუსტავ რევინიუსი, დიმიტრი სიტკოვეცკი, ფრანც ჰუმლლი, ფრიდა ბაუერი, ალექსანდრ კნიაზევი, ალესანდრ რუდინი და სხვა. მას მრავალმა ქართველმა, რუსმა და გერმანელმა კომპოზიტორმა მიუძღვნა თავისი ნაწარმოები.

ლიანა ისაკაძის მიერ მრავალი კომპოზიტორის მუსიკალური ნაწარმოებია არანჟირებული, მათ შორის -ჩაიკოვსკი, ბრამსი, ბოკკერინი, მენდელსონი, გერშვინი, ი.ს. ბახი, პაგანინი, ფრანც ჰუმმელი, ლ. ბერნსტაინი და სხვა. ლიანა ისაკაძე მრავალი საორკესტრო და სავიოლინე ნაწარმოების პირველი შემსრულებელია საბჭოთა კავშირში, მათ შორის აღსანიშნავია - ა. შონბერგის სავიოლინო კონცერტი. ლიანა ისაკაძე დაჯილდოვებულია საბჭოთა კავშირის ყველაზე მაღალი წოდებებით, ჯილდოებითა და ორდენებით. ვიქტორ ტრეტიაკოვთან ერთად, ლიანა ისაკაძე ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, როომელსაც საბჭოთა კავშორის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1988 წელს ლიანა ისაკაძე არჩეული იყო საბჭოთა კავშირის რეფორმისტული პარლამენტის წევრად. იგი რჩეულ ჯგუფთან ერთად ახლდა მ.გარბაჩოვს მისი იტალიაში ვიზიტის დროს. ამავ დროს ახალი პარლამენტის 9 რჩეულს დეპუტატთან ერთად, მიპატიჟებული იყო ამერიკის სენატის მიერ ვაშინგტონში. საბჭოთა დეპუტატები 2 კვირის განმავლობაში ამერიკის სენატის მუშაობაში იღებდნენ მონაწილეობას. დამშვიდობების წინ, სენატის მიერ გამართულ ბანკეტზე, ლიანა ისაკაძემმ დ.შესტაკოვიჩის 4 პრელუდია შეასრულა. ოვაციების შემდეგ, საბჭოთა დელეგეციის ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა, სენატორებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა: ქალბატონებო და ბატონებო, ბოლოს და ბოლოს, თქვენ ახალი საბჭოთა პარლამენტის სახე იხილეთ!... და ლიანაზე მიუთითა.

2009 წელს გერმანიის წამყვანნმა გაზეთმა " Süddeutsche Zeitung"- მა გამოუშვა 5 კომპაკტ დისკისგან შედგენილი ალბომი, დასათაურებული „საუკუნის მევიოლინოეები“, სადაც 20 გამოჩენილ მუსიკოსს შორის არის ლიანა ისაკაძეც.
2003 წელს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა - „ ლიანა ისაკაძის I საერთაშორისო მევიოლინეთა კონკურსი“ ლიანა ისაკაძე შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში, რომელიც 2002 წელს გამოაქვეყნა კემბრიჯის (ინგლისი).
2001 წელს, თბილისის ფილარმონიის შენობის წინ ლიანა ისაკაძის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა, ლიანა ისაკაძის ავტოგრაფით. ლიანა ისაკაძე იყო პარიზში - ჟაკ ტიბოს, ჰელსინკში - ი. სიბელიუსის, მიუნხენში- არდ-ს, სიონში - ტიბორ ვარგას, ოდესაში - დ.ოისტრახის და სხვა კონკურსთა ჟიურის წევრი.
ლიანა ისაკაძე 1998 წელს პ.ი. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიუირის თავჯდომარე იყო. (იხ.წყარო)
ლიანა ისაკაძე სხვა მუსიკოსებთან ერთად, გერმანიაში გამოცემულ 3 მონოგრაფიაში არის წარდგენილი. მონოგრაფიები დასათაურებულია „დიდი მევიოლინეები“ (იხ.მონოგრაფიები)
2009 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით, მან ჩამოაყალიბა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა მუსიკოსთა კამერული ორკესტრი და როგორც დირიჟორმა და სოლისტმა ამ ორკესტრთან ერთად, გერმანიის კულტურის დღეებში, კონცერტები გამართა ბერლინში და ყოფილი იუგოსლავიის ქალაქებში. 2011 წლის მარტში, მან როგორც სოლისტემა და დირიჟორმა წარმატებით ჩაატარა კონცერტები "ევროპის ახალგაზრდულ კლასიკურ ორკესტრთან" ერთად ბერლინში, მელზუნგენსა და კასელში. ლიანა ისაკაძე მასტერ კლასებს ატარებს ზალცბურგში (მოცარტეუმი), ვენაში და გიოტენბორგში (შევცია)
1994 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივითა და ქ.ინგოლშტადტის ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ლიანა ისაკაძის შედგენილი გეგმით, ჩატარდა მე-15 საუკუნის უნივერსიტეტის შენობის რესტავრაცია. ამ შენობაში „დ.იოსტრახის აკადემია“ დაარსდა.
ლიანა ისაკაძე 1983 წლიდან შემდეგი საერთაშორისო ფესტივალების მხატვრული ხელმძღვანელია - „ღამის სერენადები“ - ბიჭვინთაში (საქართველო-აფხაზეთი), აიხშტეტში (გერმანია), ფესტივალი ღია ცის ქვეშ - ბათუმი და „ხელოვნების ზეიმი““- ბორჯომში.
ლიანა ისაკაძემ ფეისბუკის მეგობრების სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი მუსიკოსებისგან, ჩამოაყალიბა ანსაბლი-ორკესტრი „ფესიბუკის ვირტუოზები“. ამ ორკესტრის პირველი გამოსვლები შედგა 2011 წლის აგვისტოში ბათუმში, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულ ფესტივალზე - „ღამის სერენადები“ და „ფესიბუკის მეგობრები“.
ამჟამად იგი ცხოვრობს ცხოვრობს თბილისში.

ლიანა ისაკაძე დირიჟორი

1981 წელს საქართველოს სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა ლიანა ისაკაძე მიიპატიჟა ორკესტრის მხატრვრულ ხელმძღვანელად და შემდგომ, მთავარ დირიჟორად. ლიანა ისაკაძის დირიჟორობით პრკესტრის ტრიუმფალური დებიუტის შემდეგ თბილისსა და მოსკოვში, შემდგომკი - საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთ, ორკესტრის ერთ-ერთ წამყვან ანსაბლად იქცა მსოფლიოში. 1992-1989 წლებში ლიანა ისაკაძის მხატვრული ხელმძღვანელობით, ცნობილი ყოველწლიური მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალები ტარდებოდა ბიჭინთაში. 1997-1988 წლებში ლიანა ისაკაძემ საბჭოთა კავშირში პირველად (თბილისი, მოსკოვი) ჩაატარა ფესტივალი „მუსიკოსები ხუმრობენ“ რომელიც ძალზედ პოპულარული გადა და მას მრავალი ტელეგადაცემა მიეძღვნა.

ლიანა ისაკაძის გამოსვლა ფესტივალზე „მუსიკოსები ხუმრობენ“. ჩანაწერი მომზადებულია 1985 წელს

1982 წლიდან ორკესტრი ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით კონცერტებით მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. გამოდიოდა მსოფლიოს პრეტიჟულ ფესტივალებზე. ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით ორკესტრს აქვს მრავალი ჩანაწერი როგორც ცნობილ ფირმა „მელოდია“-ში (მოსკოვი) ასევე ფირმა „ორფეო“-ში (მიუნხენი). ლიანა ისაკაძემ, საულიუს სონდეცკისმა, ოლეგ კრისამ, კომპოზიტორმა ა.შნიტკემ და საქართველოს სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა ჩაწერეს შნიტკეს „Koncerto Grosso” - ერთადერთი ჩანაწერი, სადაც ა.შნიტკე როიალზე უკრავს. ლიანა ისაკაძის დირიჟორობით საბჭოთა კავშირში პირველად შესრულდა როსინის ორკესტრული ვარიანტი „კეტიტე ისსა შოლენელე“, რომელიც თვით როსინის მიერ არის გაორკესტრებული. ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად გამოდიოდნენ ისეთი გამოჩენილი მუსიკოსები,, როგორც კურტ მაზური, გენადი როჟდესტვენსკი, იეჰუდი მენუჰინი, გიდონ კრემერი, ნატალია გუტმანი, მიაილ პლეტნევი, ვიქტორ ტრეტიაკოვი, სერგეი ნაკარიაკოვი, ბარბარა ჰენდრიქსი, საბინე მაიერი და სხვა.
1990 წელს ლიანა ისაკაძემ ცნობილ საავტომობილო ფირმის „აუდის და ბავარიის მთავრობის დახმარებით, საქართველოს კამერული ორკესტრი გერმანიაში, ქ. ინგოლშტადტში დააფუძნა, რითაც გაფართოვდა ორკესტრის მსოფლიოში საგასროლო მოგზაურობათა შესაძლებლობა. მეორე ათასწლეულის ბოლოსთვის, 2000 წელს, ორკესტრის ახალი შემადგრნლობითა და სოლისტების -ბინგ ჰუანგისა და ივან მონიგეტის თანხლებით, ლიანა საკაძემ ჩაატარა უნიკალური საკონცერტო მომლოცველობა „ პილიგრიმობა სქართველოდან ევროპის გავლით იერუსალიმში“. საკონცერტო - პილიგრიმული მარშუტი პირველი ქრისტიანული ცენტრების გზას მისდევდა: ბოდბე (საქართველო), აიხშტადტი (გერმანია), ვენეცია, რომი, ათენი ეფესი, ისტამბული და ბოლო კონცერტი, აღდგომის დღეს იერუსალიმში ჩატარდა. ლიანა ისაკაძე ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად აკურთხა სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ, საბერძნეთის ეპისკოოსმა და იერუსალიმის პატრიარქმა. რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ, ლიანასთან გამართულ აუდიენციაზე დალოცვა იგი და დაულოცა გზა იერუსალიმისაკენ. ლიანა ისაკაძემ უდირიჟორა მრავალ კამერულ ორკესტრს ევროპაში (ავსტრია, ფინეთი, იტალია, გერმანია, შვეცია, სლოვაკია, შვეიცარია, საფრანგეთი, ესპანეთი, აგრეთვე მალმოს (შვეცია) სიმფონიურ ორკესტრს და ევროპის ახალგაზრდულ კამერულ ორკესტრს. 2009 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით ლიანა ისაკაძემ ბერლინში, დაარსა სამხრეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდული კამერული ორკესტრი. ამ ორკესრთან ერთად, გერმანიის კულტურის დღეებში ბერლინისა და ყოფილ იუგოსლავიის ქალაქებში როგორც დირიჟორი და სოლისტი გამოდიოდა. 2011 წლის მარტში, მან როგორც სოლისტმა და დირიჟორმა დიდი წარმატებით ჩაატრა კონცერტები „ევროპის ახალგაზრდულ კლასიკურ ორკესტრთან“ ერთად ბერლისა, მელზუნგენსა და კასელში. ლიანა ისაკაძემ ფესიბუკის მეგობრების სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი მუსიკოსებისგან, ჩამოაყალიბა ანსამბლ-ორკესტრი „ფეისბუკის ვირტუოზები“. ამ ორკესტრის პირველი გამოსვლები შედგა 2011 წლის აგვისტოში - „ღამის სერენადები“ და „ფეისბუკის მეგობრები“.

bio


bio


























bio






















































bio

აუდიო

bio

soundclouds/Liana Issakadze
Liana Issakadze · 1. Liana Issakadze Maurice Ravel

Liana Issakadze · 2. Liana Issakadze - Maurice Ravel

Liana Issakadze · 3. Liana Issakadze - Maurice Ravel -

Liana Issakadze · 4. Liana Issakadze - Jean Sibelius Concerto D - Moll Op 47 1. Allegro Moderato

Liana Issakadze · 5. Liana Issakadze - Jean Sibelius Concerto D - Moll Op 47 2. Adagio Di Molto

"მუსიკის ზეიმი" მედიტაციები...

"სინდისი ადამიანის თავისუფლების დეკარაცია - ღმერთში!!!"

bookpic

მედიტაციები...

სულელულია ახსნის ყოველგვარი მცდელობა რისთვისაა ყოველივე ეს? ღმერთმა ბუნებას ჩააქსოვა არა ახსნა, არამედ სიყვარული!

***

ღმერთო, შენ თითქოს განმდგარი ხარ ადამიანთაგან. მაგრამ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. შენ დიადი ხარ შენს განმარტოებაში, მაგრამ კიდევ უფრო დიადი - ადამიანთან სიახლოვით.

ის ადამიანი შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად, ვინც ზესამყაროს წარმომადგენელი რჩება სიცოცხლის ყველა გარემოებაში და მასში არ არის გამყოფი კედელი სულსა და თვალებს შორის.

მე ისეთ სიცოცხლეს ვეძებ, სადაც ყოვლის მიზეზი მხოლოდ სიყვარულია.მე აქ სულ მარტოდ ვარ, რადგან მხოლოდ ჩემი გრძნობები მიცავენ, ეს კი არ არის საკმარისი. შესაძლოა გრძნობები მატყუებენ, მაგრამ მათ უკან გული და სისუფთავეა. შენს უკან კი მთელი ეს ყალბი სამყაროა, ყალბი ადამიანებით. შენს მხარეზეა აზრი და ენა, ჩემს მხარეზე კი გული.

ყველაზე მეტად ჩვენ ცრემლები გვეხმარებიან. როცა რაიმე გვაკლია, ცრემლები ყოველ წუთს მზად არიან შეავსონ ეს "რაიმე". გვაიძულებენ გვიყვარდეს და გვიხაროდეს იმავე სინაზით, რომლითაც ისინი ლოყას ეფერებიან.

როგორი თავისუფლების მომტანია სიყვარულის გრძნობა. როგორ დანაშაულს ჩავდივართ, როცა მას გონებას ვუმონებთ, რომელიც არც ისე სამართლიანი და სუფთაა, როგორც მის მიერ დამონებული სიყვარული. ნუ დაუმონებთ გონებას სიყვარულს!

***

რა მცირეს გათვითცნობიერება შეგვიძლია ამაქვეყნად და თუ კი რაიმეს ვაცნობიერებთ - მხოლოდ ჩვენს მრავალფეროვან სურვილებსა და გრძნობებს. მასწავლებლის გარეშე ჩვენ სრულიად უსუსურნი ვართ და ვიღაცას ხელით უნდა მივყავდეთ მთელი სიცოცხლის მანძილზე. ღმერთმა არ ქნას და დავიჯეროთ ჩვენი გონების სრულყოფილება და ვენდოთ მას. სწორედ იმავე წუთს იფურჩქნება სიყალბე და ეს იმიტომ, რომ ჩვენი ცნობიერება შორსაა ჭეშმარიტებისაგან.

***

არსებობდე და იყო თავისუფალი - შეუთავსებელი ცნებებია. თუ გინდა არსებობდე და სიამოვნებდე ქვეყნიერებით, იყავი მონა და იცხოვრე წვრილმანებით. დე, გამკობდნენ მოჩვენებითი თავისუფლების ნაყიდი ფასეულობანი. შეაკოწიწე ნამცეც-ნამცეც მიწიერი დიდება, რომ ზეცისა და შენი გამყოფი სიცრუის სახურავი შეიქმნა, ანდა იყავი შემოქმედი ჭეშმარიტ თავისუფლებაში. მოისროლე ქვეყნიერება, რომ გადარჩე და სიცოცხლის მბოძებელს შეერწყა. ბედნიერებაა დაუბრუნდე მას, ვინც გიბოძა ეს სიცოცხლე. ამოირჩიე: ფრთებგაშლილი მისწრაფება - შემოქმედება, თუ მცოცავი მტვრით ამოვსებული პირი.

მეორე ადამიანის სიწმინდე შენი თავშესაფარია - ეძებე იგი და სიცოცხლით არ იქნები შეზღუდული.

***

ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ იმარჯვებენ თავხედნი, თავკერძნი, თვითდაჯერებულნი, ვინც მოთმინებით არჩევენ ხერხებს თავისი პირადი კეთილდღეობის ორგანიზებისათვის. გულმოდგინეთ უცდიან წუთს, რომ ადამიანს სიცილი დააყარონ, რომელიც მათ სიცოცხლეს მუნივით უხანგრძლივებს.

ადამიანი იწყებს რა ღმერთის შეცნობას, იგი ჯერ ისევ თავისივე თავის მონაა, მაგრამ შეიცნობს რა ღმერთს, იგი საკუთარი თავის მბრძანებელი ხდება.

ამგვარ ადამიანს ემორჩილება მისი სიცოცხლე და ბედი ვეღარ ბედავს დაამძიმოს იგი. ადამიანი თვითონ ჰქმნის თავის ბედს.

იქ სადაც ბრბოს ბრჭყალები დაულესია, იქ სადაც მზვაობს და მღელვარებს სიგიჟით შეპყრობილი გზააბნეული ხალხი, იქ, სადაც მზე აბრწყინებს და აქრობს ადამიანთა დიდებას - ეს კი ყოველივე სიცოცხლეა - იქ შენ ვერ იპოვნი სულის თავშესაფარს. რატომ არიან ადამიანები სასტიკნი? რადგან მათ თავისივე თავის ეშინიათ და ეს რომ დაფარონ, დაუნდობლად ესხმიან სხვებს. შემდეგ კი კმაყოფილებას გრძნობენ, რადგან შიშზე გაიმარჯვეს. ყველა მიწიერი ტანჯვის მიზეზი - თვითშემეცნების სიმცირეა.

შენი შინაგანი "მე" - შენში რომ არის ჩამალული და რომლის აღმოჩენა ძნელია, ის არის შენი. გარეგანი ადამიანი ეკუთვნის ყველას და არავის ერთდროულად.

სიკვდილი ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ელჩია, იგი ბოროტებას შლის და სატანას მირაჟად აქცევს. მხოლოდ სიკვდილი აფასებს ადამიანის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. ავლენს თუ რამდენად გულწრფელია იგი ღმერთის წინაშე და სწორედ მას ავყევართ ჩვენი არჩევანის მწვერვალზე.

სურვილი სიკეთე მოუტანოთ ადამიანებს ღვთის ძღვენია და ამ ბედნიერებისათვის არ შეიძლება ადამიანთაგან მადლიერება მოვითხოვოთ.

ჩვენ ყველანი მოვდივართ გასხივოსნებულნი კეთილი ნიშნით, შემოქმედი იღიმის ყოველი ახალი არსების ამ ქვეყნად გარდამოსვლის დროს.

ღიმილი წლებთან ერთად იცვლება - ხშირად იგი დამცინავი, ავი, მბრძანებლური, ეგოცენტრული ხდება. ძალზედ ცოტას მოჰყვება პირველქმნილი ღიმილის საიდუმლო, რომელიც მათ ძალას მატებს სიცოცხლისა და სიკეთისათვის.

მუსიკა ხელოვნებათა ღერძია. ამიტომ ჭეშმარიტი შემფასებელი მუსიკას გრძნობს ხელოვნების ყოველ სახეში. მუსიკაში შესისხლხორცებულია სულიერების სამყაროც. სულიერება ხომ იდუმალების ხელოვნებაა და მასაც სმენა სჭირდება.

ჭეშმარიტ მუსიკოსს შეუძლია მოეხმაროს მსმენელს შეიცნოს მისი პიროვნების გამოუმჟღავნებელი ნაწილი. წარმოუდგინოს მას სიცოცხლის განცდათა მთელი გამა - აღმაფრთოვანებელი ბედნიერებიდან, დამთრგუნველ ტრაგედიამდე.

ლიანა ისაკაძის მედიტაციების შესახებ

„ლიანას შემოქმედების განსაკუთრებული ხიბლი ისიც არის, რომ მასში დიდ ტკივილთან ერთად ორივე ა ზეიმი და გამარჯვება. აქ არის მისი ნიჭის მრავალფეროვნება, სიუხვე და სილამაზე, როგორ ეხვევა სამყაროს, რა მძიმედ ის ხსნის მისი საიდუმლოების კარიბჭეს და მასთან ერთად ვაბიჯებთ ამ სიმდიდრის ზღურბლზე, აქ მასთან ვეხებით ღვთაებრიობის სიმს. სამყარო, რომელიც ჩურჩულივით ჟღერს, მისი ნაზი ხმა მოგვითხრობს გონების თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ოცნებებზე..."

გიორგი ისაკაძე

* * *

"დროდადრო ბუნება წარმოშობს ხოლმე, ინდივიდუალურ საოცრებებს, გამორჩეულ პიროვნებებს; ერთ-ერთი ასეთი საოცრებაა ლიანა ისაკაძე""

მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი

* * *

ლიანა ისაკაძის უღრმესი რელიგიური აზროვნებისა და ჭვრეტის ნაწარმოებია, რომელსაც თავისი მაღალი სულიერი პოეტიკითა და გულწრფელობით, მეტაფორული აზროვნებით, უხილავი სამყაროს ზებუნებრივი წვდომითა და სიყვარულით, ამ ჟანრის ნაწარმობებს შორის ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში."

თამაზ ჩაჩავა

* * *

"მუსიკის ზეიმი" წიგნის პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლში


ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი

"ღამის სერენადები"


ისტორია ფესტივალის შესახებ ასეთია...

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა, ლიანა ისაკაძემ, 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში _ აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია.

ლიანა ისაკაძე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისადმი მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „ფესტივალს, რომელიც 1982 წელს აფხაზეთში დავაარსე, ვუწოდე „ღამის სერენადები“, ვინაიდან მოცარტს აქვს ნაწარმოები „Eine kleine Nachtmusik“ და სწორედ მოცარტის სიყვარულით დავარქვი ამ ფესტივალს „ღამის სერენადები“.

ფესტივალი ბიჭვინთის ტაძარში ტარდებოდა 1982 წლიდან. აფხაზეთში ომის დაწყებამდე, მორიგი ფესტივალი იყო დანიშნული, მთელი მსოფლიოდან ცნობილი მუსიკოსები აპირებდნენ ჩამოსვლას. - ვინ აღარ ჩამოდიოდა! ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი. პირველ კონცერტამდე მოულოდნელად რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში წერილი მოვიდა აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტროდან - არ ვურჩევთ ქალბატონ ლიანას, რომ წელს ეს ფესტივალი ჩაატაროსო. კულტურის სამინისტრო მეუბნება: არ მიაქციო ყურადღება, ჩაატარე, აუცილებლად უნდა ჩაატაროო! მაშინვე კატეგორიული უარი ვთქვი: არავითარ შემთხვევაში არ ჩავატარებ; ჩემთან სტუმრები მთელი მსოფლიოდან მოდიან და როგორ შემიძლია, რაღაც რისკზე წავიდე, საფრთხე შევუქმნა მუსიკოსებს-მეთქი. არ ჩავატარე და... იმ დღეს დაიწყო ომი.

1991 წელს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელწოდებით ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ბათუმში კვლავ „ღამის სერენადების“ სახელით. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება. 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა. ფესტივალის დაარსების დღიდან 2018 წლამდე ლიანა ისაკაძეს მხარში ედგა ფესტივალის გენერალური მენეჯერი მარიამ დავითაშვილი და წლების განმავლობაში ფესტივალს ხელმძღვანელობდა ლაშა ჟვანია.

2018 წლიდან ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას უწევს ლიანა ისაკაძის ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, რომელიც ქალაქ ინგოლშტადტში სამუსიკო სასწავლებლის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. იგი ამბობს: „ფესტივალი “ღამის სერენადები“ თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც მდიდარი და მრავალფეროვანი რეპერტუარით, ასევე შემსრულებელთა ვარსკვლავური შემადგენლობით.“

შეუძლებელია ფესტივალზე საუბრობდე და არ ახსენო აფხაზეთი და ბიჭვინთა. 2018 წელს ფესტივალი “ღამის სერენადები” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაჯილდოვდა ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ არსებობის ისტორიაში უკვე მეორედ აღმოჩნდა დიდი გამოწვევის წინაშე: ბოლო დროს განვითარებული პროცესები სრულიად არაორდინალური აღმოჩნდა როგორც მთელი მსოფლიოს, ისე ჩვენი ქვეყნისათვის. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ეპიდსიტუაციისა, ხელოვნებამ გაიმარჯვა და ოთხი ათეული წლის ისტორიის მქონე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ტრადიციულად ჩატარდა და გაახარა თავისი ერთგული მსმენელი.

ამ მოვლენას ბატონი გიორგი ისაკაძე ასე იხსენებს: „თითქმის ათი წელია, ჩართული ვარ „ღამის სერენადების” ორგანიზებაში. ყოველთვის ძალიან დაძაბული და ემოციურია ეს პროცესი. 2020 წელს განსაკუთრებული სირთულეებიც იყო, პანდემიის გამო, ფესტივალზე დასწრება შეზღუდული იყო, თუმცა ლაივსტრიმებისა და პირდაპირი ეთერის საშუალებით ათასობით მაყურებელს მიეცა საშუალება, თვალი ედევნებინა და ესიამოვნა კლასიკური მუსიკით. მიხარია, რომ სირთულეები დავძლიეთ, და, პანდემიის მიუხედავად, ქალბატონი ლიანას მიერ 1982 წელს დაწყებული საქმე გრძელდება“.

ფესტივალმა „ღამის სერენადებმა“ „ქართული ბრენდის დღე 2021“-ის ჯილდო დაიმსახუ რა და ნომინაციაში `წარმატებული საერთაშორისო პროექტი” გახდა გამარჯვებული. ჯილდო ფესტივალის დირექტორს და კომპანია „არტ ალიანსის“ დამფუძნებელს - ნინა ცაგარელს გადაეცა. 2018 წლიდან დღემდე ფესტივალის წარმატებით ჩატარებას უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „არტ ალიანსი“. საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადების“ გუნდი დღესაც აგრძელებს მუშაობას და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. და ბოლოს, ვიტოვებთ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფესტივალი „ღამის სერენადები“ დაუბრუნდება თავის საწყისს, თავის ფესვებს - საქართველოს განუყოფელ ნაწილს, აფხაზეთს, ბიჭვინთის ტაძარს.


bio

serenadebi.jpg

serenadebi.jpg


serenadebi.jpg

ფესტივალი "ღამის სერენადები" -2022

ბათუმში 2022 წლის 25-26 აგვისტოს გამართული კონცერტებზე შესრულდა მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების მრავალფეროვანი პროგრამა. კონცერტზე შესრულებული ნაწარმოების არანჟირება ეკუთვნოდათ სოლისტებს ქეითი მაჰანს(ფორტეპიანო,აშშ) და საბინე გროფმაიერს (კლარნეტი, გერმანია). მაყურებელს პირველად მიეცა შესაძლებლობა ცნობილი ნაწარმოების ახალი ვერსიების მოსმენა, რამაც დიდი ოვაცია და მოწონება დაიმსახურა.

თბილისში გამართული კონცერტებზე შესრულდა მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორების მრავალფეროვანი პროგრამა. 2022 წლის 17 სექტემბერს გამართულ კონცერტზე საქართველოში პირველად ტრიო გლორია კამპანერის საავტორო პროექტი „ასტორი“ შესრულდა ასტორ პიაცოლას 100 წლისთავის აღსანიშნავად, გლორია კამპანერი(ფორტეპიანო), ალესანდრო კარბინარეს(კლარნეტი) მარიო სტეფანო პიეტროდარკის (ბანდეონი) შემადგენლობით. ქართველ მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა ტრიოს მიერ შესრულებული ასტორ პიაცოლას ცნობილი ნაწარმოების ახალი ვერსიების მოსმენა, რამაც მაყურებელთა მხრიდან აღფრთოვანება გამოიწვია.

ფესტივალის სპეციალური სტუმარი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალი და მუსიკის კრიტიკოსი ალესანდრო ბარიკო, რომელიც აღფრთოვანდა კონცერტით და ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ფესტივალის ფარგლებში ჩატებულ კონცერტს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. ხოლო 18 სექტემბერს კონცერტზე შესრულდა ანტონიო ვივალდის ნაწარმოები, რომელიც შეასრულა ბაროკოს სტილის შესანიშნავმა ფრანგმა მუსიკოსმა ანდრეს გაბეტამ, მისმა საშემსრულებლო ოსტატობამ მსმენელის აღტაცება გამოიწვია. კონცერტის სპეციალური სტუმარი იყო იტალიერი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი. კონცერტის ბოლოს ანდრეს გაბეტამ, მარიო სტეფანო პიეტროდარკთან და საბაზო ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად შეასრულეს ასტორ პიაცოლას „ბუენოს -აირესის წელიწადის დრონი“, რომელიც ეფუძნება ანტიონიო ვივალდის ნაწარმოებს „ წელიწადის დრონი“. კონცერტს ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და უცხოელი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარული მსმენელი. კონცერტები მიეძღვნა საფრანგეთისა და საქართველოს, იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტების გახსნის დღეს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოიეში, მაყურებელი გაეცნო მხატვრ-დიზაინერ ნინო მირიანაშილის საინტერესო, ნოვატორულ ნამუშევრებს შესრულებულს კოლაჟის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს, რომელიც მან მიუძღვნა ფესტივალის დაარსების 40 წლის იუბილეს.


bio


serenadebi.jpg

ვიდეო

კლასიკური მუსიკა ლიანა ისაკაძესთან ერთად